↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მენდე

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3128 ნახვა

—
მენდე!ახლა ეს ბაღიც უფრო მშვიდია
მენდე!მე ახლა უკეთ შემიძლია მოგყვე ჩემზე.
შენი ქათქათა ხელები მანდე!მინდა უფრო ახლოს მოხვიდე ჩემთან.
მინდა შენი ხელების სითბო.მინდა, შენი ხელების სითბოჩემი ხელების სიცარიელეს შევუერთო.იქნებ ასე უკეთ მოვიდესშენამდეჩემიშენაღონები,სიცოცხლის ხაზი.
მენდე!მანამდე უნდა მოიწყინო,ვიდრე ამის საშუალებას მოგცემენ სხვები.რადგან ძალიანაც რომ მოინდომო,ასე ვეღარავის დაადანაშაულებ.
მენდე!ჯობია უფრო უბრალოდ გეცვასვიდრე გაცვია.ასე უფრო ახლოს მიხვალ იმასთან,ვისაც მეთელი გულით ეყვარება შენი შიგთავსი.
შენზე ლამაზად ჩაცმულებიც ბევრნი არიან,შენზე ლამაზად გამოძერწილნიც.
მენდე!ოღონდ არასდროს მკითხო,რატომ აგირჩიე.როცა უბრალოდ აგირჩიე,სალაპარაკოდ.ჩემი პასუხი-არასოდეს იქნება დუმილზე მეტი.არც ჩემი თვალები იქნება ამაზე მწვანე.არც ეს ბაღი - ამაზე მშვიდი.არც ეს საღამო აღარ იქნება.არც ეს ჩურჩულით ნათქვამი მთვარე.არც ეს ნიავი, შენ და ძეწნას, თმას რომ გიწეწავთ.არც ეს პოეტი შადრევები იცეკვებენამგვარად ფოქსტროტს.
შენ კი იქები!შენ იქნები ყველაზე ბავშვი,შენ იქები ყველაზე უკეთ.შენ იქები თუნდაც ამ ლექსში.თუნდაც ამ ხესთან,თუნდაც ამ სკამზე.და ბავშვივით გემახსოვრება-
როგორ ჩურჩულებდა ვიღაცა ახლოს.როცა ირგვლივ არავინ იყო.როგორ ეჭირა შენი ხელი.როცა ირგვლივ არავინ იყო.როგორ იგრძენი ვიღაცის წასვლაროცა ირგვლივ, ისედაც არავინ იყო.
და როგორ შეიცვალე...
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი