პოეზია · ლირიკა
მე დედას ველოდებოდი
(ყოფილი საბავშვო ბაღელის მოგონება)ბურთიც ფეხებზე მკიდია,დათვიც და ენოტებიც;მე არაფერი არ მინდა,მე _ დედას ველოდები!მასწავლებელი _ მქუხარე,გამოცხადება უფლის:_ ვინ გააფუჭა ჰაერი!!_ ვინ დაგვიწუნა სუფი!!სუფიც ფეხებზე მკიდია,დათვიც და ენოტებიც;მე არაფერი არ მინდა,მე _ დედას ველოდები!რამსიგრძე დღეები იყო...ახლა ისეთი სად არი..._ აბა, მარჯვენა ლოყა!!_ აბა, მარცხენა სანდალი!!მარცხენაც ფეხზე მკიდია,დათვიც და ენოტებიც;მე არაფერი არ მინდა,მე _ დედას ველოდები!და ერთადერთი ნუგეში,შვების მომგვრელი ნოტა, _პირმოკუმული კისელი,იისფერი და ცოტა;კისელიც ფეხზე მკიდია,გამგეც და ენოტებიც,და შურა დამლაგებელიც...მე _ დედას ველოდები!ვსკუპივართ ღამის ქოთნებზე,შუადღის კუკებს ვცდილობთ;ჰყვება ერთ-ერთი მექოთნევითომდა, _ სასაცილოს.კუკებიც ფეხზე მკიდია,დათვიც და ენოტებიც;მე არაფერი არ მინდა,მე _ დედას ველოდები!ან დედას აღარ ვუნდივარ,ან _ დრო დააბეს სადმე;ასეც და ისეც, ცხადია,სატირლად არის საქმე.ტირილიც ფეხზე მკიდია,დათვიც და ენოტებიც;ვბზუი სასხვათაშორისოდ,თან _ დედას ველოდები!თვით ლენა მასწავლებელიც!დათვიც და ენოტებიც;სუყველა ფეხზე მკიდია!!მე დედას ველოდები...