↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარია

გოჩიაშვილი ელა

2026-07-185 წთ საკითხავი2928 ნახვა

—
წავიდეთო, — მყუდროზე დათქვეს, —ბუმბულს არჩევდნენდანერწყვილი, ხმელი თითებით.ამოშალეს სკივრები და ამოაშავესსულ შავი, თალხი,საგარეო ტანისამოსი.სოფლის გზაზე მიკუნკულებენ.სხვაგან სად წავლენ, — სამძიმარზე.ვიღაციანთ ვიღაც მომკვდარა,იმათი კბილა.მივლენ ესენი, მიაძახებენ„გოგოს“ ან „ბიჭოს“,„შე ამქვეყნად გაუხარელოს“,ერთ-ორ სიტყვას დააბარებენთავიანთ მკვდრებთან.ჰოდა, მიდიან...ერთნაირები...ერთნაირი ფილაქნები გადმოიარეს.ერთნაირი მარნის კარი გამოგულეს,ჩაუარეს უბრალო ვარდებს (ასე ეძახდნენ);ერთნაირი უბრალო ვარდი ედგა ყველასდა ზამბახები,მარტო ბებრის ეზოებს რომ შემორჩენოდა.ერთნაირი წარსულიდან მოდიან დამიკუნკულებენ ერთნაირები:გაჭირვება, ომი, ქვრივობა,გარჯა და გარჯა.ყმაწვილქალობა —შეწირული შვილებს და ნამუსს(და სოფლის ნებას, — ესეცა ვთქვათ).მართლა კარგი ბებოები,კარგი ქალები,მართლა გმირები(და გმირობამისჯილებიც, სოფლის ნებითვე, —ესეცა ვთქვათ).მიკუნკულებენ ერთნაირები —ბებრული რუბაშკებით,წვრილი თეთრით დაწინწკლული თავსაფრებით,პადიუბკიანი, ნაოჭდაყრილი ქვედაბოლოებით,ტისონკიანი ბაშმაკებით...მარია...ეზოდან დავიწყოთ მარიაც.ფილაქანს — არა,სულ სხვანაირ წინკარს გამოსცდა,ჟასმინებით ჩამობურულს.უცხო ვარდები მოჰყვებოდნენ,მოაცილებდნენ;მერე ღობეზე გადმოკიდესსურნელოვანი, ეკლიანი მკლავები დაგამოაყოლეს ვარდის თვალები.და ჟასმინივით ყვაოდა მარია.გაბედულად მოკუნკულეებს შეერია,ბევრ იმათგანზე ხნიერიც, ალბათ.ჩამოვერცხლილი ჩორნაბურკა,ფრანცუსკები,ქუდზე — ბუმბული.ისინი ხომ მიკუნკულებენ,ეს — მიფარფატებს.მარია...და რაღაცით ცოდო იყო.ჩიტის ფეხები აცაბაცა მიჰყავთწვრილ ქუსლებს, მაღალ ქუსლებს.კენჭებზე საყრდენს ვერ მონახავს,გადაქანდება,გადასძალავსმოქნეული კუდი მელისა.„რა ძალა ადგა, ქა...მადლიც არი ამ ტალახში...რაღა დროს ამის ეგეთებია!როგორ არ იშლის!სხვანაირად არ მიიღებენ?“ —ამბობენ,ნათქვამს მუჭს აფარებენ.უბოროტოდ კი ამბობენ, თანაგრძნობით.შეეჩვივნენ,სულ ასეთი ახსოვთ მარია.წარსულს — არა, არ უვიწყებენ(ვის უვიწყებს სოფელი წარსულს;მით უფრო, როცა არც იციან)!რაღაცისთვის მოუკრავთ ყური,იქნება გულში არც კი სჯერათ,მაგრამ უნდათ და იჯერებენ;თითქოს მარიას იდუმალ წარსულსცხრა ბეჭედი ესვას რწმუნებისდა თვალწინ ედოთ.„თავისმა ქმარმათურმე საიდან გამაიყვანა ეგა,იცით?“ —მეზობლის სტუმრის გაკვირვებასღათუ ეცდებიან,თორემ ამისი გამკვირვებელისოფელში ჭუკი აღარ დადის.არც იცოდნენ სიმართლე დაარც სჭირდებოდათ.„თურმეზე“ იდგნენ.დაეჭვებაც არ უნდოდათ,იქნებ ასეც არ ყოფილაო.იქნებ მართლებიც,იქნებ კიდევ —ცილისწამების ცოდვაში ფეხჩადგმულები —გულუბრყვილო, ერთნაირი ბებოები,ერთნაირობით რომ ზომავდნენ ერთიმეორეს.სხვანაირი მარია რომმათნაირი არ იყო,რატომ?!...და ჟასმინივით ყვაოდა მარია.ცოდო მარია...როგორც ყველა სხვანაირი —ბევრ ერთნაირში გამორეული;როგორც ყველა სხვანაირი —საკუთარ თავზეარასდიდებით უარის მთქმელი...თავპატია ოჯახი იყო.ერთი-ორი მეზობელი მიიჩვიეს,უქონელები —პურის საცხობად,შეშის საპობად,ცოტა საძნელო საქმეებისთვის.ქათამიც ჰყავდა,„ჯუქი-ჯუქისაც“ იძახდა დალეღვსაც ჩირავდა —იმათსავით.ცოტაობდნენ — ცოტაში გვგავსო...საოცნებო სარწეველა სავარძელი ჰქონდა,შავი ხის.შეგვიყვანდა მეზობლის ბავშვებს —არ იჩხუბოთ, რიგრიგობით ჩასხედითო.წყვილი ხავერდის ჩიტი იჯდამაღალ სარკეზე.მოწიწებით თითს შევახებდით —არ გვიშლიდა.„მარიიი!ჟასმინი მამიტეხე პატარა, ქალო,მკვდარზე მივდივარ“.რაღა იყო,ჟასმინს ვეღარ დარგავდნენ თვითონ?!განა მარიას მოგონილი იყო ჟასმინი,იმათ ეზოშიც იხარებდა....მაგრამ ჟასმინიმარიასთან ყვაოდა მხოლოდდა ძვირფასი ვარდებით სავსეციცქნა ეზოში მოფარფატემჭკნარი მოხუცი,პირთეთრი და თავშენახული —ჟასმინივით ყვაოდა მარია.სიბერისგან დალეულიც,მუდამ,ყოველთვის,სიკვდილამდე,სხვანაირობის იდუმალებით გაშუქებული,ჟასმინივით ყვაოდა მარია......სახლიღა დარჩა პარტახ ეზოში.ქალაქიდან ჩამოსული შვილიშვილი,შვილიშვილების უკვე პატრონი.ზაფხულში თუ გააღებს კარებსერთი-ორი დღით......................................ჩვენუბნელი, მაშინდელი ბავშვებიდანვინ სადა ვართ,ვინ საით არი...ზაფხულობით ვნახულობთ ხოლმე ერთიმეორეს;მშობლების სახლებს,ბავშვობის სახლებს,ჩვენს ნამდვილ სახლებსორი კვირით რომ მოველანდებით...ერთი, ამ ზაფხულს,თავს რომ მოვიყრითდა ჩვენუბნელ ბავშვებად რომვიქცევით ისევ,მარიაზე უნდა ვიკითხო,გახსოვთ-მეთქი? —ის ჟასმინი,სარწეველა სავარძელი,ხავერდის ჩიტები...ის სხვანაირი მარიაგახსოვთ-მეთქი?
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი