↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და გალაკტიონი

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10103 ნახვა

—
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.გალაკტიონში არის დემონიდა ჩემში უფრო ანგელოზია.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.გალაკტიონში მიწა ანათებსდა ჩემში უფრო ზეცის სხივია.
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,ახლა ღამდება, შვიდია სრული.გალაკტიონში ლურჯი ფერიადა ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.გალაკტიონში არის დემონიდა ჩეში უფრო ანგელოზია....
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი