↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცრემლის ორდენი

გულუა დათა

2026-07-182 წთ საკითხავი2287 ნახვა

—
წვიმა მოვარდა, ბინდი მოყარა,სარკეებივით გზას დააფინა გუბენი.ახალუხებში მოდიოდა ნისლის მაყარი,პეიზაჟს ხატავს ციდან რუბენსი.
ქარი გააპეს სილუეტებმა,წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსიდა ილუზიის ჭრელმა ეტლებმაჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი.
მარგალიტები მკერდს ჩამოგშლია,სხეული გიგავს ზამთრის სასახლეს,თეთრი ღამისთვის რომ უყეფია,თვით ნევის პირას კოლონადებით,იდუმალებით,მეფის სამარეს. . .
თვალები გლეჯდნენ ჩვენს სიშორეებს,ნიღაბი დნება ნაზად სახეზე,ეს შენ არა ხარ _ მე ვიმეორებ,ვუმტკიცებ ლანდებს ჩემს ძველ სარკეზე
შენი სახების ნაზი ლულებიახლა არა დაახლა მესვრიან,გულს ჩატეხილან ისევ წყლულები,მე სიყვარულის ვიყავ მესია,
გახსოვდეს, ლექსად როცა ვიფრქვევი,შენი მომწყურდა კოინდარები,შენი სუნთქვით მაქვს სავსე ფილტვები,გულის ძაფებით კვლავ ვიქარგები.
ჯილდო არ არის ჩემი ამბორი,არც ჩემი ლექსი არის შედევრი,კლდეებზე მომკლეს, ვით ნიამორი,იყუჩეთ, მგლებო, სისხლო, შედედდი!
ქალი, რომელმაც მზე მოიპარა,იყავი შენ და გულს ჩაიწურე,მაგრამ რა მოკლე აღმოჩნდა შარადა მოგონება გადაიხურე.
მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ცრემლი,და სკულპტურა ხარ თითქოს როდენის,შენთვის ვგონებდი, ვიყავი გრდემლიდა შენი ფიცის შემრჩა ორდენი
და ირმებივით ხტოდნენ ფიქრები,საფერავივით ტკბილი ტუჩებისულს მიკოცნიან, მე ლექსით ვთვრები,იფანტებიან დრონი, ტურები,
ათრთოლებულა ღამე ბინდისფრად,სიზმრად გიხსენებ, დაგედევნები,ვერ დაილუქა ჩემი ჭიშკარი,მახსოვს ფაქიზი ხელის მტევნები,
გზად დაიღვარა ეს ნაოჭები,მოგონებათა მტვრიან ალბომზე,ჩემთან მორბიან შენი ლოცვები,ჩემი სიკვდილის ბოლო აღლუმზე.
გადაიფარა სულმა დურაღიდა გაზაფხულმა დაგვიგდო კუდი,სიშორეებში მიქრის ულაყიდა სიყვარულის ფლოქვი აქვს ფშუტის
მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ოხვრა,თითქოს თლილი ხარ, თვითონ როდენის,მე სისპეტაკით ვარ დათოვლილი,ქალის ცრემლის მაქვს მხარზე ორდენი.
გულუა დათა

გულუა დათა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი