↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულწითელა

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3608 ნახვა

—
მეშვიდე, მერვე თუ მეათე კვირა მიდის –მირჩევენ აგებას ტკივილთა პირამიდის...არ ვიცი, რა უნდათ მეგობრებს, ნათესავებს,ტკივილი მე რატომ მოვივლო ბადესავით! –ტკივილთა სავანე მე რატომ ავაშენოდა ჩემკენ რად მოდის ლაშქარი სამაშველო?! –მოდიან, მიყრიან რიყის ქვას, აგურ-ცემენტს,თითქოსდა, სხვა დროის წიაღში მაფუძნებენ...და ხელებს სუყველა საშველად აფათურებს:ვინ ფიცრებს მომიტანს, ვინ კიდე – არმატურებს,ვინ – კირს და ვინ – ძელებს, ასევე დანარჩენებს,ყველაფერს, ლურსმნებს კი, რატომღცა არ აჩენენ...ჩემში კი – ფეთქავენ მოცხრები, ცირცელებიდა მაინც ჰგონიათ, იოლად ვიცელები...იციან, რომ დღემდე სასთუმლად ლირა მიდევსდა გულით ვატარებ მელნისფერ პირამიდებს...სიკვდილშიც გავავლე ხაზები ნაზი სულისდა მკერდი მომიჩანს დაისრულ-დასისხლული.მაინც შენ გახდიო სიამის მწირავი დამაინც შენ დადგიო ტკივილთა პირამიდადა ჩვენგან გელისო უფლება საკუთრების!და საშენ მასალებს მიყრიან გამუდმებით –ყველაფერ საჭიროს, თოვლივით, მითოვებენ,ლურსმნებს კი, რომელღაც დღისათვის იტოვებენ...და ასე მიდიან დღეები, კვირები დაჯერ კიდევ ვიღვრები გრძნობათა სტვირებიდანდა ჯერაც ვცახცახებ მუსიკად უწინდელად,გულიდან სისხლი მდის – ჩიტი ვარ გულწითელა!
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი