↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელჩანთიანი

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3608 ნახვა

—
პოეტს ხელჩანთა ყველგან, ყოველთვისუჩანდა, როგორც კუდი კომეტის... –უიმხელჩანთოდ ვერსად პოვებდით,თითქოს იქ ედო სიმყუდროვეთი,რითაც თავს გრძნობდა ღმერთის ელჩადაც,თითქოს ეგონა, რომ არ ხელჩანთა,არ იქნებოდა დიდი პოეტი...
ხელჩანთიანი, ჰგავდა კაი ტიპს,აღმომჩენელი წამთა ტაიტის...დასცქერდა ფოთლებს – ქარის სლაიდებს,დრო იმის ცოდვებს მაინც დაიდებს...ის კი, ლოდებზეც ლოცვას ტოვებდადა თავის თავის მოსაპოვებლადმიისწრაფვოდა, ვით არსაითკენ...
სისხლს მისერავდა ჟამის კარეტა,ჟამს არ ესმოდა ჩქამიც გარედან...ხოლო ჯალათთა ღია კარებთან,როგორც მძებნელი სიანკარეთა –ეშაფოტის და გილიოტინისშეშლილ ნაფოტებს გალაკტიონისწორედ ხელჩანთით დაატარებდა...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი