პოეზია · ლირიკა
სონეტი 71 (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE ნუ დამიტირებ, ძალიან გთხოვ, როცა მოვკვდებიდა გაიგონებ მგლოვიარე ზარების რეკვას,როს აუწყებენ მთელს ქვეყანას, რომ არ მოვყვებისაზიზღართა და საბრალოთა რიგებში ცეკვას;თუ წაიკითხავ ამ სტრიქონებს, არ ვჩივი გაქრესხელი, რომელმაც ეს დაწერა, ამ ტრფობის გამო,ოჰ, როგორ მინდა შენს ხსოვნაში უკვალოდ გავქრე,რომ მოგონებამ, ჩემზე ფიქრმა არარა გავნოს.თუკი ინებებ და დახედავ ბეჩავ სტრიქონებს,მე უკვე, ალბათ. მიწის შვილი ვიქნები მარად,ჩემი სახელი არ წამოგცდეს, ნუ მომიგონებ,და სიყვარულიც, ჩემთან ერთად, დამარხე თავად.თორემ, ქვეყანა დაინახავს შენს ტირილს, ოხვრასდა ჩემთან ერთად, შენც დაგცინებს ადამის მოდგმა.