↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 72 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
თუ გამოგკითხეს, ჩემში რა და რატომ გიყვარდა,თუ გამიხსენეს, ამქვეყნად რომ აღარ ვიქნები,გიჯობს, საფლავში მომადევნო ავი სიტყვა დასჯობს, თუ მოყვარე ჩემს მოძულედ გარდაიქმნები.გიჯობს, სხივებით არ შეამკო მწირი სინათლე,საზრდო არ მისცე მითქმა-მოთქმის მსუნაგ მსახურებს,ჩვენი წარსულის დავიწყებით თავი იმართლე,თუ ჩემი ხსოვნა ლამაზ ტყუილს დაიმსხურებს.გიჯობს, სიტყვები არ შენიღბო ტრფობის გამხელით,არ დაეხარბო სიყვარულის მაცდურ არაკებს...სჯობს, გვამთან ერთად დაიმარხოს ჩემი სახელიცდა ჩვენს აუგზე აღარავინ ილაპარაკებს.თუკი ამქვეყნად შერცხვენილმა უნდა ვიარო,სჯობს, ჩემთან ყოფნა არასოდეს გაიზიარო.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი