↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მივდივარ

ფირცხალავა არჩილ

2026-07-182 წთ საკითხავი10980 ნახვა

—
გადაწყდა,მივდივარ ალუბლისტუჩებავ,მაგრამ ეს ტკივილი როგორ მოვიცილო,ვაითუ ,უჩემოდ თბილისის ქუჩებმამამაგაქცეული ბავშვივით მოიწყინონ.მივდივარ,აწი არ მოგიწევს დამალვა,რა ვუყოთ ცხოვრებამ საკმაოდ მათრია,მე მართლა ვიყავი ლოთი და ავარა,მაგრამ ლექსებისთვის არ მიღალატნია.არ გადამიცვლია ირმების ბღავილი,ვმღეროდი,ვმრუშობდი,ვლოთობდი,ვნატრობდი,თან ოქროყანაში დაკრეფილ ყვავილებსნინა მაყაშვილის საფლავზე ვაწყობდი.პოეტის საყელო არ გადამიცვლია,გაცვლა და გამოცვლა ყოველთვის მახელებს,მეტეხის ციხესთან ვეძებდი ტიციანსცასთან წილნაყარი მგოსნების სახელით.ვეძებდი,ვეძებდი და როგორც ნიკალასკიბის ქვეშ მეძინა სიზმრების იმედით,ვიღაც მაფხიზლებდა–"ვაკეში მივედით",და ფრთები მეწვოდა ვითარცა იკაროსს.ვითარცა იკაროსს,სიზმარშიც მეწვოდაფრთები და სულს მაინც სხეული მიჰყავდა,ვიღაცა მმნატრობდა,ვიღაცა მებრძოდა,მე ის ვიღაცებიც ძმებივით მიყვარდა.და როცა ლექსების კივილი მტკიოდა,ბაზრისკენ გავრბოდი სანდო კახელებთან,შეღამებისას კი,ქარი რომ ხვიოდა,მეგონა ტანჯული ლადო ახველებდა.ია მიძებნია ასწლოვან მუხებშიც,ერთად ამიხსნია ათასი იგავი,ვიყავი ნაზი და ვიყავი უხეშიცდა რაც მთავარია, გულწრფელი ვიყავი,ახლა კი, შენ გრჩება ალუბლისტუჩებავ,და განა გავალებ, გენუკვი ალალად,არ გადაივიწყონ თბილისის ქუჩებმაპოეტი, მიჯნური, ლოთი და ავარა.პოეტი–მიღმიერ მდინარის დუდუნი,რაღაც უხილავი სევდით გალეული,ყოველთვის უცნაურად თმაგადაბურდული,ყოველთვის უცნაურად თვალებარეული,გადაწყდა, მივიდვარ!
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი