პოეზია · ლირიკა
არ ამიმღვრიო
გატრუნულია ბედნიერი დილის ბინული.თვალსაწიერზე-მწვანე სიზმრით გადაჩრდილულიმცირე ბორცვია-ჩანავლული ჟინი ლომური.ოდა,სამზადი,სამზადს იქით ძველი გომური.მზის ამოსუნთქვა,მთვარის ჩასვლა,ძელქვა,მუხები-მითაჟამიდან დალოცვილი და ხელუხლები.დაწმენდილია ბერიკაცის მზერა,სარკმლიდან უღიმის ცოლი.პატარძალმა მზეზე გაჰკიდა თეთრი ზეწრები-უცოდველი ცოდვის მოწმენი,მერე ჭიშკარშკრისკენ გაიხედა ჩუმი მოწყენით.მიწყდა, მიჩუმდა ჭრიჭინების ძილისპირული.გატრუნულია ბედნიერი დილის ბინული.თითქოს ზეციდან ჩამობრძანდა ასი ნათია,რა სინათლეა, გაიხედე რა სინათლეა.სხვას ყოველივეს მე როგორმე ტვითონ მოვუვლი.არ ამიმღვრიო ეს სიმშვიდე შემოდგომური.