↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წაიღეთ დაფნა

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10956 ნახვა

—
გარეთ ნოებრის ქარი შლიგინებს –ვითვლი კედელზე გალაქტიონის შუბლის ნაოჭებს .არ ჰხამს სიცოცხლე, იდუმალი მწუხრიც მაეჭვებს,წაიღეთ დაფნა,დამანებეთ წყავის გვირგვინი.არც სიცხიანნი სხეულის გვალვა,მჯერა, მეორედ გავიფოთლები,დედის ხელებით დაფენილი წყავის ფოთლებირადგან აღიქვა პოეტის თვალმა,მე ახლა ცოტა, მართლაც ცოტა რამ მეკითხება,ვინ იცის – ვის რას განუმზადებს ბედი ხენეში.მადლობა უფალს, თუ მოვკვდები დედის ხელებში,თუ დედის ცრემლი ავგაროზად დამეკიდბა.თითქოს მკერდიდან გულის ნაცვლად მწუხრი ამომჭრეს.„ქარი ჰქრის ქარი...“ ერთხელ კიდევ წავიღიღინებ,ვერ ამოვხსენი გენიოსის შუბლის ნაოჭი,წაიღეთ დაფნა!დამანებეთ წყავის გვირგვინი
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი