↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1849 ნახვა

—
ჩემს მარიამს
ღამეა ღვთისმშობელი.არა ცისკარი,არც შუადღე,როცა მზე ხელისგულზე უდევსსამყაროს,არც შებინდების ლურჯი ჩქერიარაა იგი,არამედღვთისმშობელი არის ღამე დაის დღეებით დაჭრილ ხორცზე გვაფარია.ღვთისმშობელი არისერთი დიდი, გაბმული ღამედა დღეები ხავერდის კალთაზებავშვებივით ეტატებიან.ის მოვიდა სამყაროშიროგორც ყვავილი,მისი სუნთქვაცგულის ზანზარს გავს.ამიტომ არის ყველაფერიუფრო ადვილი,როცა ღამეში ჩაფლული ხარ,როცა თავი გაქვს შერგული მასშიდა დედამიწის ვარსკვლავებიც –საფლავის ქვებიგარშემო თეთრი აკვნებივით მიმოფანტულა.ღამე არის ხსოვნადა სხვას ყველაფერსჩიტის ფასი აქვს.ვყრივართ ჩვენივესიცოცხლისგან დახოცილები,ღვთისმშობელი ფეხაკრეფით დაიარებადა სასთუმლის ბალიშიდან ამოტანილთივის ღერებითთავზე სინათლის გვრგვინებს გვადგამს.

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი