პოეზია · ლირიკა
შუაღამის იავნანა
ხეებს და ნისლებს და ტყეებს რომ გავივლი,მტვერი რომ აუვა ნაბიჯებს,და ჩემგან გახდილი ცა რომ ემგვანებათეთრსა და უწყინარ საგიჟეთს!..რტოებს რომ დავიქნევ_შვინდისფერ მარაოს,ტყემლების გამცვივა ჟრიალიდა ფეხს ავუჩქარებ და შევკრავ კამარასდა გადმოვეშვები რიალით!..
არ გეძინა შეგამჩნიედაუვალო მზეო.შავკაბით ჩამოგიჯექიწითელ ლოგინზეო..
მინდვრები. Mმინდვრები ქარებს რომ მიანდე,როგორც საკრავები_მომღერალს..ნეტა ამაღამაც არ დამაგვიანდეს,ბგერების ღვარცოფი მოვხელო!წამოვწვე მაგ შენი ზურმუხტის ბოლოზე,თავქვე ამოვიდო მდინარედა ვიწვე,, დავიწვე მზეების კორომზე,პროფილე მიგავდეს მინარეთს..
შუბლზე ცვარი მოგიწმინდეგული მოგანდეო,გეძინა თუ არ გეძინამზე შემოგანთეო..შავკაბიან მკლავებშუაDდარდებს გაათევო?..
ბალახით სარეცელს ლამაზად მოვირთავ,დავგეშავ ნაზამთრალ ბეღურებსდა მოვალ მარჯვნიდან და შვილებს მოვიყვანდა ქარვის სიმშვიდეს შევყმუვლებ!..როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ,რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა!ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეშივაი მარტოდმარტო მდგომთა!..მე შენი ფესვების სამშობლო მახარებს,მოვალ და დავიწყოთ თავიდან.და კვლავ გაგიფიქრებ დამ ოვალ ახლავედა ციდან სამარხებს გავიტან!..
გულზე ყური მოგაპყარიჩუმად გისმინეო,ნეტა ჩემო უძინარომღერი ვისთვიმეო?..იას ნანა, ვარდებს ნანა,სიზმრის ჭირიმეო..