↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვა

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-182 წთ საკითხავი1847 ნახვა

—
დედა, გახსოვსბავშვობაში ფუნჯით რომ ვჯღაბნიდი,ერთხელ, გავარვარებული თითებითახალი ნახატი მოგირბენინე,თვალებში ღამურასავით შეგაფრინდი დაგანაჩენს ველოდი..შენ ცოტახანს ატრიალე ნახატი,მერე ცხვირზე ცხვირი წამარტყი დათქვი:“რა კარგი ქვაა!”..დედა, მე იმ სურათსმთელი ღამე ვხატავდი,ფანჯარა ღია იყო დაცას ისეთი სუნი ასდიოდა,ხერხემალი ხიჭვივით ამომართვა ხორციდან..ვაგებდი ფერებს,დავითხვარე მათ უთავბოლობაში,კანქვეშ ატანდა ლურჯის და თეთრისუეცარი შეელვარება!თითზე სისხლის ჭიამაიაგავუზავე ნარინჯის სითხეს დანახატზე გამთენიის ცვარი დაეშვა..დედა,მთელი ღამეჩუხჩუხებდნენ ვარსკვლავები,ოთახში ოქროს კენჭებივით ცვიოდნენ,მესმოდა ჩიტის ხმაც,ან იქნებ სულაც ბავშვი იყო,ჩემსავით ღია სარკმელში გადმომდგარიდა, ყვავილივით ფაქიზი შიშისგან,მარტო რომ იყო, მღეროდა..ჩემს ნახატზეიმ ჩიტის ხმაც დავდედედა, არ ჩანდა?..წამით, ქედების გადაღმა იელვა.თვალი წავკარი და,როგორც შენ შეგასწარი ერთხელფარდის უკან ატირებულს,ისეთი მეჩვენა ქედების გადაღმა მხარეც..იდგა და ცრემლებს იწმენდდა..იმ ცრემლების სიხარულიცვარდისფერში შემღვრეული,ნახატში ჩავდე.მთელი ღამე ვხატავდიყველაფერი დანარჩენისთვის ყრუ,ყველაფერი დანარჩენისთვის ბრმა,ყველაფერი დანარჩენისთვის მუნჯიდა, გარკვევით ვგრძნობდიროგორ ამოდიოდა ძვლებშორისჯერარნახული მზე-სიყვარული..გამთენიისას ჩამეძინა დანახატიც გაშრა.დედა,რა გუმანით იგრძენი,ქვად რომ იქცეოდა!..დედა, რისი შეგეშინდათვალები რომ დამიმალე..მთელი ღამე გულს ვხატავდი.დედა, გული ქვისგანრატომ არ გაარჩიე?..

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი