↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩამოვფრინდები,იასამანო

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9512 ნახვა

—
შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...ცას შერევია თეთრი ღრუბელი,ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,ჩამოვფრინდები, იასამანო!მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,გულს ეუფლება უსაზღვროება,როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...ყვავილი შენი ქარში ირწევა,თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...ნუ შეშფოთდები,ღრუბლებს თუ გავყვე,_მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,ძალიან ლურჯი დაუსაბამო...ცას შერევია თეთრი ღრუბელი,მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,ჩამოვფრინდები, იასამანო!
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი