პოეზია · ლირიკა
სპილოს დიეტა
სპილო ძლიერ გასუქდა,გახდა ათი ტონა.აწუხებდა ძალიანთავის ჭარბი წონა.
დიეტოლოგ ჟირაფთანგადაწყვიტა წასვლა,– დავიცავო დიეტასბეჰემოთის მსგავსად.
გაიკვირვა ჟირაფმა,გაუხარდა ძლიერ,– თუკი ღორმუცელობასდა სიხარბეს სძლიე,თუკი არ დაარღვიედიეტური კვება,ჭარბი კილოგრამებიმალე მოგაკლდება!
– ყველაფრისთვის მზადა ვარ!ბურტყუნებდა სპილო,– რამდენ ხანში დავიკლებსამი ათას კილოს?
– თუკი არ დაიზარებდა ვარჯიშსაც შეძლებ,ზედმეტ წონას მოიკლებთერთმეტი თვის შემდეგ!
ზანზარებდა მთელი ტყე,ყველა შიშით კრთოდა,დილაობით, როდესაცსპილო ვარჯიშობდა.
ტყეს რომ შემოურბენდაძუნძულ–ძუნძულ სამ წრეს,მერე მოკრძალებულადმიირთმევდა საჭმელს.
ამასწინათ სპილოზეხმა გაეგდოთ ტურებს:– ისე გახდა, ძლივს ზიდავსხორთუმსა და ყურებს!