↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაში

ჯობავა გვანცა

2013-05-121 წთ საკითხავი2274 ნახვა

—
მთაში აცივდა, აცივდა მთაში,გულდაწურულმა ზაფხულმა თითქოსფერუმარილი წაიცხო ზამთრის.ახლა წვიმისგან შეწევნას ითხოვს,ჩამომბანეო...მთაში გაწვიმდა, გაწვიმდა მთაში,თითქოს ზაფხულის ძახილზე უფროგადიდგულდა, ვით ცელქი ბავშვი,დედის წინ ღვარცოფს ცრემლების უხმოდა მოწამეობს...მესამე დღეა გავედი მთაში,მთაში აცივდა, გაწვიმდა მთაში,მე _ ფეხშიშველი, ოცნების გასწვრივვდგავარ და ვნების ქოლგასაც გავშლი,შეგიფარეო...მესამე დღეა აცივდა ჩემშიც,შორს შენგან მთაში ვუზივარ კოცონს,ხელის გულებს რომ შენს ნაცვლად მითბობს,თუმც ვიცი, გშია ჩემი თითები და მე ეს მომწონს,მსურს გიცამზეო...მესამე დღეა მე, გასულს მთაში,გულდაწურული ზაფხული მქვია.მესამე დღეა ვერ ვაშრობ ცას დადიდგულა ბავშვის ცრემლები მცვივა.და თუნდაც წვიმამ დაცხრილოს მთები,ოღონდ ერთ ჰაერს ვსუნთქავდეთ ახლა..

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი