↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი ღამე

კილაძე მაია

2026-07-181 წთ საკითხავი1153 ნახვა

—
გავშიშვლდი შენთვის ნატურა-ლური. . .ჯერ გამოძერწე ჩემი ყელითბილი თითებით,მერე თვალებში იხატავდიჩემს მუქ სილუეტს,იმაზე სუსტად განათებულს,ვიდრე ვსუნთქავდი.და გულის ცემას ვატოლებდით,როგორც ხელისგულს.. . .ახლა მაქვს თმები ისე თეთრი,როგორც იმ ღამეს იყო მთვარე,ჩემი სხეულიდავტოვე სკამზე,ბუხართან ახლოსდა მუხლზე გიზისგაშიშვლებული ჩემი სული,გიგროვებს სუნთქვებს.ვიცი, დაორთქლილ ფანჯრებს მიღმაარის ზამთარი.მოდი, გავიტან სხვა ოთახშიდიდ საფერფლეში დატოვებულნალექიანი ფიქრების გროვას,ყავას - პირიქით, უნალექოსდა როდესაც შემოვბრუნდები,დამისვი მუხლზე,ბედმა თავისი გზა იპოვოსდა მომიყევი, მოქანდაკევ,გახსოვარ როგორ.
კილაძე მაია

კილაძე მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი