პოეზია · ლირიკა
მთაწმინდიდან დევნილი
მთაწმინდიდან დევნილიმეიდანში ვსახლობ,საიათნოვას მეზობლად,იეთიმ გურჯთან ახლო.ერთი ჭიქა მაღირსე,სირაჯხანის დახლო,ხმა ყელში გაჩხერილილექსად ავიმაღლო,ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი,ნურაფერზე ნაღვლობ,კოჭლობით არ მოკვდები,ქალაქელო ძაღლო!