↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭაბუკური

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5285 ნახვა

—
ვითენთები ახურებულ მზეზე,ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები.მინდა, უცებ წამოვვარდე ზეზე,მზეს ვეცე და გავუწეწო თმები...
მინდა, სუნთქვა ზღვის ნიავქარს შევრთო.ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა,იმ აშოლტილ ალვის ხესთან ერთადგავიარო, როგორც ლამაზ ქალთან...
სიტყვა მინდა ქარიშხალთა მსგავსი,მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი,ცაზე მთვარის აყირავდეს თასი,ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი...
მსურს, სიცოცხლეს გული მივცე მინდად,ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი,ყველაფერი მზით აღსავსე მინდა,ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი...
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი