↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი აკაცია

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5283 ნახვა

—
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაციადა ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებსჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებსცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _მე თუ აკაცია?..
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი