↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამოვრის მიწა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
სამოვრის მიწა,სამოვრის მიწა!...
დედას უყვარდა სამოვრის წმნედადა სარკესავით გაკრიალება...სამოვრის ღიღის წყნარად უსმენდა,თან ჩაის ჭურჭელს აწკრიალებდა.
ყვითელ სარკეში ჩინელებსავითვჩანდით -გაზიდულწარბიანები,ქაფქაფა ჩაის წყალსავით ვსვამდით,და ნუშის თვალებს ვაბრიალებდით.
სამოვრის მიწა!სამოვრის მიწა...
ჩემი ფანჯრის წინ ისევ გაისმისდა ეს ძახილი გულს სიამოვნებს...ოქროყანის და სამადლოს მიწითაღარ ფერავენ ახლა სამოვრებ.
ყვავილის მიწა!სამოვრის მიწა!ისევ აგრგვინდა ზეცაში მეხი,კვლავ გაზაფხულდა და რუსთაველზეპირველმა იამ შემოდგა ფეხი!
1957 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი