პოეზია · ლირიკა
საქართველო
შენ ხარ უკვდავი ვენახი,გჩეხეს და მაინც ვენახობ,ნატრობდნენ მამა-პაპანი:აყვავებულიმც გვენახო!მოთქმით მღეროდნენ დედები,წინ ედგათ ოქროს აკვანი,ცრემლით და სისხლით დანამესგმირთა გმირების გზა-კვალი...
მათ გამოზარდეს დავითიდიდი გორგასლის იერთით,მან დარუბანდის კარებიშეხსნა მარჯვენით ძლიერით.
მათ გამოზარდეს თამარიდა ხელშიც მისცეს ვარძია,ის დედა იყო დედათა,აკვანი მანაც არწია!
შენ ხარ მარადი ვენახი,აყვავებულხარ, ვენახობ,ომგადახდილი ზეიმობ,კვლავ გამარჯობით გვენახო!
გაზრდილხარ, ადიდებულხარ,რთვლიანობ ვაზი ხნიერი,ფესვი გაქვს უბერებელი,შეგრჩა ჭაბუკის იერი.
ქართლო, უკვდავო ვენახო,შენი აკლება უნდოდათ,შენი აჩეხვა უნდოდათშორიდან მოსულ ურდოთა.
მათ დარიალი უნდოდათ,და თერგი დაუდეგარი,მაგრამ დგას შეუმუსრავიკავკასიონის კლდეკარი.
შენ ხარ უკვდავი ვენახი,გჩეხეს და მაინც ვენახობ!ომგადახდილი ზეიმობ,გამარჯვებულიც გვენახო!
1947 წ.თბილისი.