↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უთქმელი ლექსი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-122 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
ლექსო, ამოგთქომ, ტიალო,თორო იქნება ვკვდებოდე!...ხ ა ლ ხ უ რ ი
ახლა ჩემს პატარას უნდა მივეშველო -უნდა ავამღერო უჩუმრად ნაწერი,აქამდე სხვა მყავდა ძნელად გასზრდელი,მის აკვანს გადავყევ, ულექსოდ გავძელი...
შენ, ჩემო პატარავ,ლექსო ნაბოლარავ,მინდა დავიწყებას, სიკვდილს აგაცილო,მტვერი გადაგწმინდო,გაგთალო, დაგწმინდო,ფეხზე დაგაყენო, ომში გაგაცილო!
შენ, ჩემო პატარავ,უწვრთნელო მიმინოვ -აჰა, გეფერები,გვედრი, მომისმინო...დიდი გზა მოგელის, ბრძოლები ახალი,აიღე, აიღე, აიღე ფარ-ხმალი!
აიღე ფარ-ხმალი, ნუ ხარ მტრის გულისად,ჩაიცვი ჯავშანი სიტყვის ქართულისა!
შენ, ჩემო პატარავ და დიდო ნაღველო,გაგზრდი, დაგაპურე, მოგირჩენ იარებს,უსიტყვოდ, უკალმოდ, უჩუმრად ნამღერო,ნუ დამემდურები, თუ ვერ მოგიარე.
საგულეს ნაჟური ვაჟკაცის ცრემლი ხარ,შიგ წლობით ნადენი -ზღვა განრისხებული,დედა ხარ,სატრფო ხარ,მათსვით მარტო ხარ,მათსავით მარტო ხარ და დავიწყებული.შენ ჩემო დარდო და შენ ჩემო იმედო,სისხლო და ცრემლებო, ნაწილო არსების,ნუ დამემდურები,თუ ვერ მოვიცალე,თუ ვერ მოგიარე -მარცხენით გარწევდი...უხმოდ დარეკილო,მაინც ასე ტკბილო -ბაღო ჩარეგვილო, ვაზო დასეტყვილო,სიტყვავ დასეტყვილო, მაინც ეშხიანო,ლურჯი ჯეჯილივით მუდამ გეშრიალოს!ყვავილო გვიანო,რტოო იმედისა-ისევ გაზაფხულდაბედმა გიბედისა.იმდენად მიყვარდი -თქმა ვერ გაგიბედე,განა დაგივიწყე,განა გაგიმეტე?აჰა, დაგიბრუნდი,გაგზრდი, გაიმედებ...ლექსით დავიბადე,ლექსით დაგიბერდე!
1960 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი