↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცბად ნათქვამი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
მოწყდა ვარსკვლავი, გულზე დამეცა...მომჯარებიან სევდა, დარდები.დაგელოდები მე ამ ღამესაცდა მერე სადმე გადვიკარგები.შენ ხარ ლამაზი, ზეცის ვარსკვლავი,მოხატული ხარ შენ მინანქარით,შენ კოშკს არა აქვს კარი არსაით,გეძახი, გიხმობ: გამიღე კარი!მოდი, დატოვე ცის ლაჟვარდები,როგორც მთიები მოსწყდი ვარსკვლავეთს,დაკრიფე ცაში ლურჯი ვარდებიდა დაესვენე ჩემს გაშლილ მკლავებს!
1939 წ.თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი