პოეზია · ლირიკა
*** "მატარებლებით სავსეა ღამე"
მატარებლებით სავსეა ღამედა დაგლეჯილი სხეული ღამის,ბრჭყვიალებს,როგორც მდინარის შლამი,მატარებლების,ცახცახა შუქზე.
წელიწადივით გრძელდება წუთიდა სიკვდილივით ფეხს ითრევს ძილი,და ფიქრებს ,როგორც ცარიელ ყუთებსაქანებს ღამის ვეება ჩრდილი.
ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები,ჩვენს ერთად ყოფნას- ძალით თუ ნებით,ჩვენს განშორებებს-ხანგრძლივს თუ მოკლეს,ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.
და კვლავ მისდევენ ჩრდილებს ჩრდილებიდა ცხელ რკინაზე იმსხვრევა სხივიდა გზები გზებით გადაჭრილებივერ იკავებენ ხარხარს და კივილს.1958წ