პოეზია · ლირიკა
*** "მატარებელმა დატოვა ბოლი"
მატარებელმა დატოვა ბოლიგადაყრუებულ ტყეების ზემოთ...და უცებ ვიგრძენ სიცივეც თოვლის,სიშორეც გზების და ცრემლის გემოც.
მატარებელმა დატოვა ბოლიგადაფითრებულ მდინარის გასწვრივ...დამთავრდა ფუჭი წკრიალა ბროლის,წინ ცხოვრებაა უცხო და მკაცრი.1957წ