↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტატუს-კვო ანტე

ქელეხიძე ნანა

2013-06-121 წთ საკითხავი2778 ნახვა

—
...
ეს იყო შეუვალი ზონა,კბილებივით შემოვლებული მესერით რომ იცინოდა.ეს იყო ყველაზე აგრესიული ღობე.ყველაზე საიმედო დაცვა.ყველაზე აუღებელი სიმაგრე,რომელზეცმოჭრილი თავებივით წამოცმული სიტყვები მზეზე ხმებოდა.
მერე ფრთხილად ვხსნიდი და ვმარხავდი მუყაოს ყუთში,სიტყვებს - ჩემს მტრებს.
ეს იყო მკვდარი ზონა-მომწამვლელი, თეთრი დღეებით.
სარკესთან მივედი და გავიცინე.შაბიამნით დავიჩრდილე ქუთუთოებიდა როცა მოვკვდი,ცამ ჩემს თვალებზე აიხილა.
გახსოვს, რა ლამაზი ვიყავი, როცა გიცნობდი?
...

ქელეხიძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი