პოეზია · ლირიკა
*** "წყალი"
წყალი მორჩილად გილოკავს წვივებსდა ჩუმი კრძალვით მკერდამდე გწვდება,წყალი,რომელიც არ ჰკარგავს იმედს,შეგირიგებს და შეგირიგდება.ცივი ხარ,ცივი...წყალსაც არ სწყალობ,არც ეს სიცივე არის მთავარი,შენ მოწყალებას არ იღებ, ქალო,მაგრამ წყლის ლტოლვაც არის თამამი.