↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განცდა მუსიკისგან

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2360 ნახვა

—
ჩვევად დამჩემდა,ხეტიალი ყოველ ხუთშაბათს,ვათვალიერებ ღამის ქუჩებს ავტობუსიდან.ასველებს წვიმა, მოყვითალო სახლის შუშაბანდს,სადაც სარკმლიდან კვლავ იღვრება ბრამსის მუსიკა.
სადაც ჰაერსაც მუსიკად ქმნისსუნი კერძებისამ რესტორნებთან, ბევრ მათხოვარს კრუნჩხავს სიცივე.ხურდებს აგროვებს ბოშა ქალი, ხოლო მკერდზე კიებღაუჭება უსუსური ჩვილი მისივე.
საროსკიპოა, საელჩო რომ იყო ლაოსის,ასე იცვლება, უცნაურად ქალაქის ხედი.მომლაშო ღამე, იწრიტება სასაფლაოზეთითქოს ისევე კმაყოფილი ახალი ცხედრით.
რა ვქნა სიზმრებიც გაიყინენდა რა ჩატეხავს...ამ ლურჯ ყინულქვეშ დარჩა სულის კამკამა ფსკერი.თქვენ კი ჰაერზე მიაბიჯებთ, ისე მჩატე ხართფერქვეშ ფაფუკად გეფინებათ ღრუბელი სქელი.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი