↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამით

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2364 ნახვა

—
სუნთქვა გამეხსნა, გავცხოველდი, ძალით თუ ნებითარსებობასაც სუნით ვგრძნობ სხვების.(გადაიფარა დუმილი ტყემაც)ბრუნავს სამყარო, რომლის ბრუნვის მიმართულებით,იგრიხებიან ბებერი მსხლები,შემოხვევია სარს ლობიო, კვახი კი ტყემალს.
და ჩემი მზერაც ჩახვევია უშორეს ვარსკვლავს,ვფვშვნი სიტყვებს მიწის გოროხივით მსუყეს და მსუქანს.გზა არევია მამისეულ გიშერა ხარს კვლავდა დედის ლოცვას, სანთლით რქებზე მოყვება უკან.
დარბილდა, დატკბა, ხავსიანი ცაცხვის მერქანიც,ფოთლებამდე გრძნობს, ხორკლიანი ხელის შეხებას...მომიწესრიგებს მთვარე მოშლილ ხსოვნის მექანიზმს,არე-მარეს რომ ვერცხლისფერი შუქით შეღებავს.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი