↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც იცვლება მთვარე მარადჟამს

გოჩიაშვილი ელა

2001-08-121 წთ საკითხავი2897 ნახვა

—
წყვილი ჭიქა დაწყვილი თეფში დასუყველაფერი ასე _ ორ-ორი;გაიშლებოდა მტკაველა სუფრა,ჩამოჯდებოდა ორი ოლოლი...............................................ერთიმეორის მარტოსულობასკენკავდნენ მფრთხალად,ბინდში სამხრობის,და ისხდნენ ასე _ გაღმა-გამოღმა,თავთავიანთი მიუსაფრობით.გადასძახოდნენ ერთმანეთს ისეუხმოდ ნატირლებს უხმო ბაგიდან,თითქოს წინ ვრცელი სათიბი ედოთ,ერთი მტკაველი სუფრის მაგივრად...............................................მერე აუქშევს ვიღაცა მაღლით...ჯადოახსნილი და ნათელქმნილი:კვლავ მოიქცევა სათიბი სუფრად,ჩამობრწყინდება სუფრასთან წყვილი..........................................მაგრამ ქცეოდათ ობლობა ჩვევად,ობლობას შერჩნენ ერთგულ შვილებად,და დედის ზნეზე მიხორცებულიფრთების ბოლომდე ამოშხივლებაეუცხოვებათ...ღელავს სათიბი...გაღმა-გამოღმით ჩადგამენ კარავს:თან _ მარტოობის კარგი შვილები,თან _ ერთმანეთის მპოვნელნი მარად.... ოლოლის ცრემლი ეცემა ტილოს,აშორიშორებს ჭურჭელს ოლოლი:თითო _ ოლოლს, დათითო _ კარადას;რა საჭიროა უკვე ორ-ორი.ერთი ჭიქა დაერთი თეფში დასუყველაფერი, ასევე, კენტად _საკმარისია...კანკალებს ხელიდა შემძიმებულ კარადას კეტავს.........................................გამოიცვლება ის სველი მთვარეც,როგორ იცვლება მთვარე მარადჟამს;ხელი _ მშვიდი და მონაფერები,ისევ გააღებს მძიმე კარადას...წყვილი ჭიქა დაწყვილი თეფში დასუყველაფერი ისევ _ ორ-ორი;და ობლობიდან საერთმანეთოდგამოპარული ორი ოლოლი.
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი