↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუფრის ფოჩები

დარბაისელი ნინო

2001-08-122 წთ საკითხავი1811 ნახვა

—
ბნელი სარდაფის ძველმანებში,აბლაბუდებში...თურმე ამდენხანს სად მელოდაჩემი ბავშვობა!აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული.ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება,წრიული, შუაფეხიანი...ამ მაგიდის ქვეშმქონდა მყუდრო თავშესაფარიდა ამ ნიშებში ვაუნჯებდიმძივებს, ნიჟარებს.ისე მდიდარიიმის მერე არცა ვყოფილვარ,არც ისე მშვიდი,რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ,როცა შინა ხარდა განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.ზემოთ, ნათელშიუფროსების არის ნადიმიდა ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები.შენ დაბლა ზიხარშენს მობინდულ სიმარტოვეში,აგიყოლიებს სუფრის ფოჩებისრხევა მთენთავი,ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა,მაგრამ რადგანაცვერას გებულობდა წარმოსახვათეთრ უდაბნოს ვერ ეგუება,თავადვე გავსებსფეხადგმული სურათ-ხატებით.ასე შედიხართ: შენ _ სიზმარში,სიზმარი _ შენში.და ხარ ნეტარად,ვიდრე ვინმე მოგისაკლისებსდა ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.შეცდომა იყო,ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარისიმარტოვეშისულგრძელად რომ შევიპატიჟე.ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა,მაგრამ ვაი, რომმთელი ჩემი საგანძურიცწინ გავუშალე.როგორ აცელქდა!მარგალიტები დამიბნია,ამახმაურადა ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს.იმავე Eღამეს,ავსებულმა შურისძიებით,სუფრას ფოჩები მოვაჭერი,მერე შევშინდიდა წასულ სტუმარს დავაბრალედა მე დამსაჯეს.მაშინ ვიგრძენი,რომ შეცდომის დედა არისძველი შეცდომა,ხოლო შვილებიუმრავლდებიანდა შენ არ იცი,სად გაექცე,თავს რით უშველო.ო, არა წლებიანდა უფროსთა სიმკაცრეები,ჩვენ ბავშვობიდანსაკუთარი შეცდომები გვერეკებიან.და ვიღაც ტირისჩვენს მობინდულ სიმარტოვეში.
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი