↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უარის არია

მაღრაძე დათო

2001-08-121 წთ საკითხავი1962 ნახვა

—
უარის არია, არია უარის,მარაოს ირაო განიშნებს კარისკენდა გერგო ალერსი და ორეუარიდა ჯილდოდ შამპანი, რადგანაც გარისკე.ქარების ქოროა ცხოვრების სცენაზე,_ ვინ უსტვენს?..ქარია თუ ახლოს ქორია,რა შარიშურია აქედან შენამდე,შარია, შურია და შორზე შორია.უარის არია, არია უარის,ვერ ვხედავ მთვარიანს,ვარსკვლავთა ორიონს,მტვერია, ბურია ან იქნებ უარესსმანიშნებს ნარგისთად დაძრული ბორიო.მოდგება რიჟრაჟი, სინათლეს ადედებს...მირაჟი თავშალებს მწვერვალებს არიდებს,რაფაზე მზის სხივი ასრულებს პა-დე-დესდა დგება მლოცველიდა უფალს ადიდებს.დროა და სივრცეა... ტროა და ელენი...ევას და ევანგელს მოჰყვება კვალდაკვალ,ფოთლებით მოქსოვა ქარმა გობელენიდა მოვდევ უარით ცხოვრებას ქალდაქალ.და სეკუნდანტები დგებიან შორიშორ,შარი სდევს, შური სდევს შლეიფის შარიშურს,_ აშორე ბოროტი,შეაბი გიშერი...აშარის მკლავების სიშიშვლე მიშველის.უარის იარა, იარა უარის...დავუშვებ იარაღს, გოლგოთა თუ არის,თუ ჩემი ჯერია,თუ ჩემი ჯვარია,_ იყოს ნება შენი, მიწყალე, მარიამ.რა სიალალეა, როდესაც ალილოიელვებს საფლავთან, როგორც მზის არილი,_ შენ, ქართლის ხეობის მომხედე ყვავილო,იარას ურიეს უარის მარილი....და მას, ვინც არია უარის არიამ,...და მას, ვინც გაიხსნა გულისპირს იარა,კალთა დააფარე, დედაო მარიამ,შარიან ბილიკზე შაირით იარა.

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი