↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3033 ნახვა

—
ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.არბატზე მოდიოდა სველი თოვლი დასამი მილიციონერი.მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარესსამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავსდა გავროშივით იცმევს,მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულსაკეთებს.აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდდათოვლილი სტრაგინო მოჩანს.აი "ტვინ-პიკსი", "MTV", "სნიკერსი" და"სტიმოროლი".ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაცთხზავ, როცა მეტროდან ამოსულისიგარეტს უკიდებდა დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებსათვალიერებ...
P. S. არავინ არაფერი არ იცის... ახალი მითი?

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი