პოეზია · ლირიკა
* * * ჭოლა ლომთათიძის “პირველი მაისი”
ჭოლა ლომთათიძის "პირველი მაისი", ბალეტი სოციალ-დემოკრატიაზე.ქრისტე აღსდგა, ამხანაგო!
სოციალისტი მედდა მთვარისფერ ყელსახვევს ხსნიდაგარდაცვლილ გიმნაზისტს, სახლში დაბრუნებულს, სარკის წინ.მთვრალი მუშა ღვინისფერი ენით ულოკავდა ცხვირ-პირს.ტრამვაის ესროდნენ ანარქისტები და გარბოდნენ გაზის ნათურათა მიღმა,სადღაც ფარდებს მიღმა ფაიფურის სიზმრებშიიღიმოდნენ ხალხის მტრები - ქალაქის ბოლოს ქარხნებთან.თენდებოდა და წვიმდა.
მაისი, 1991. თბილისი