↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არარესტავრირებადი ღამე

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3030 ნახვა

—
ისინი არ არიან: არც მუშები, არც ჯუჯები, არც "მოსსადის" ხალხი,არც ლოთები, არც ოლიმპიელები, არც ცენზორები, არც ოპერატორები,არც ბროკერები, არც ტაქსისტები.მერე რა.მერე რა რომ ხოცავენ.მერე რა რომ ერთმანეთს უღიმიან.მერე რა რომ უკრავენ.მერე რა რომ თამაშობენ.მერე რა რომ ათვალიერებენ.მერე რა რომ ჭამენ.მერე რა რომ იღვიძებენ.არარესტავრირებად ღამეთა მიღმა.ვარდისფერი ფაიფურის გემით დახატული ღრუბლების ფონზე.დეკადენტი პოეტები თხზავენ მანერულ გარდაცვალებებსამ მოვლენებზე ბევრად უფრო ადრე.იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან და შორდებიან: ბროკერები, ტაქსისტები და მოჩვენებები.რადგან არავის არ უნდა მუქი იისფერი მაიმუნები, რომლებსაც ძინავთ.არავის არ უნდა თქვენი საინფორმაციო პროგრამა.არავის არ უნდა თქვენი კომენტარი, თქვენი ზრუნვა,თქვენი დაინტერესება.თქვენი ხმა.რადგან:ეს ასოციალურია და ამორალური.ეს აბსურდულია და საეჭვო.ეს დამთრგუნველია და უნიჭო.ეს გაუმართლებელია, ეს უშნოა, ეს მარტივია.შენდაგესიზმრა ყველა ის გაზეთი, რომელიც ოდესმე წაგიკითხავს.შენდაგესიზმრა ყველა შენი საუზმე.
ოქტომბერი, 1992

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი