↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკუმიხედვის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5280 ნახვა

—
რად იყურები, ორფევს, უკან, განაკვირვები?რას ნიშნავს შენი შებრუნება და შეჩერება?რატომ ირწმუნე პანთეონის დანაპირები,წარმართულ ღმერთებს განა რამე დაეჯერებათ?!
რატომ ჩახვედი ევრიდიკეს დასაბრუნებლადდა თვით ჰერმესიც გააწბილე, მისი მხლებელი.იგულმავიწყე წარმავალი კაცის ბუნებადა გულუბრყვილოდ მოინდომე შეუძლებელი.
მე ვინც მაკლია, ქვეყნად მათი გზა-კვალი არ ჩანს,და მათ საძებნად ვიცი, არ ღირს მთა-ბარს მოდება,რადგანაც ყველა, სიცოცხლეში ვინც უკან დამრჩა,ახლა, მიღმიერ ცხოვრებაში, წინ მელოდება.
და იმის ნაცვლად, რომ მეჩივლა ანდა მედავა,ამაქვეყნიდან მივალ უკანმოუხედავად.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი