პოეზია · ლირიკა
ძილისპირული ჰორიზონტისათვის
ჰორიზონტი ხარ, როდესაც გძინავს -შუბლის გასწვრივ გილაგია ტერფები,მშვიდად შეგიძლია გაატარო ყველა ხომალდი -ყველა ჩრდილი სარკმლიან კედლის,ყველა სახე, ყველა სახელი -შეგიძლია ააცალო ერთმანეთს და გაატაროძალიან მშვიდად. შეგიძლია შენს გარეთ იყოსსიცხიანი ქალაქი, ზედ რომ ოდნავ ყვითელი ზამთარი ადევსროგორც ძმრიანი დოლბანდი და იმასაც სძინავს.შეგიძლია იყო თითქმის ახალშობილი -გაიცალო გუშინდელი ტანსაცმელიდა სხეულიც ზედ მიაყოლო, ან პირიქით -გაიცალო სიამაყე და დაემსგავსოქალაქის შიშველ ქანდაკებებს - გიყურონ, გხატონ,ხოლო შენთვის სულერთი იყოს,გაიცალო ენები და ენების წვერზე ასხლეტილიინფორმაცია, ვარსკვლავები -რომლებისგანაც ცარიელ ბოთლის სატყუარებსბავშვებისთვის ასკანერებენ,გაიცალო ომები და კოცონებზე ძვლებგამთბარიდაძინებამდე ვერტიკალური ქონდრისკაცებიც,შეგიძლია მშვიდად, შენს მიღმა გაატარო -ეს ყველაფერი - ყოველ ღამე, ყოველ სიცოცხლე.შეგიძლია არაფერი ჩაიპირქვავო.შეგიძლია გაატარო სიყვარულიცდა თან თვალიც არ გააყოლო, არც დაარქვა არაფერი -ჩაიაროს, როგორც ნავმა მძინარე წყალზე;სანაპიროსთან შუქურის სხივიც გაატარო -ღიმილივით გადაგიაროს სახეზე -მშვიდი სიზმრების ნიშნად.მით უმეტეს, შეგიძლია შეუმჩნევლად გაატარომცენარეები - ეს უცნაური ქმნილებები -ძილშიც ცას რომ ეჭიდებიან,რომ ჰორიზონტს არ დაემსგავსნონ.