↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უბრალო ლექსი.(ნიკა წერეთელს)

წულუკიძე სულხან

2026-07-181 წთ საკითხავი1975 ნახვა

—
ვიცი ვერაფრით მიპასუხებ,მეც მხოლოდ ვიწროწერილით უხეშ რეალობას ოდნავ ვინაზებ.არც არაფერი შეიცვალა,უბრალოდ ის რომყოველ საღამოს აღარ ვფიქრობ მოროშკინაზე.ვეღარც მარიკა დავივიწყე,რა ვქნა იუზგარ,კვლავინდებურად დაგოგმანებს ამოსაგდები,სულში სურვილად შემოვარდნილ ყველა ვირუსს კილექსებით ვეღარ ვაცემინებ, ზედვე ვაკვდები.წვიმდა გუშინწინ,სანაპირო სევდამ დანაცრა,კრიმანჭულისთვის არ ეცალათ ბებერ თოლიებს,რაღა მექნა და მეთევზეებს ლექსის სანაცვლოდ,სირინოზებზე ლეგენდები მოვაყოლინე.ასე ვარ.თუმცა გელოდები,ისევ დავიცდი,იქნებ პასუხის მოსაწერად რამე იღონო,ჩვენ დედამიწა გვეცოტავა,სწორედ ამისთვისუკმარისობით დავისაჯეთ ჩემო ნიკოლოზ.
წულუკიძე სულხან

წულუკიძე სულხან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი