↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი როის

წულუკიძე სულხან

2026-07-181 წთ საკითხავი1975 ნახვა

—
მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს,სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი.მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს,რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის
ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროსს,მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარადდა სიგიჟეა პოეტობა რომ დავაპიროქალაქში, სადაც ყველაფერი პოეზიაა.
ქალაქში სადაც წამებაა, ჰოდა მოდი შენც,თუკი ბიჭი ხარ გადაადგი ერთი ნაბიჯი,დაეცი? მოვა მილიონჯერ მოგიბოდიშებსშენაც, მასაც და უსახელო ვიღაც ნაბიჭვარს
ჰგონია წერ და სირცხვილია დაძვრა კრინტისა,ანუ საერთოდ არ გჭირდება შველა (03),ანუ სხეულის შესამოსად კმარა სინდისიდა რჩები ასე - სანახევროდ შეუმოსავი.
როი! ღამეა, ჟარგონულად ვლანძღავ თებერვალს,საძმო ფალანგას მოწყვეტილი სუსტი ჰოპლიტი.მაგრამ სხეული ცოდვიანი ისე მებევრავეღარ ვიხსენებ, თუ რამდენი გრამი მყოფნიდი.
ვფეთქავ ამგვარად - საკუთარი თავის მეკობრე,უცხოდ გაფანტულ სამყაროში, უცხოდ,ზოგადი,და მეშინია რომ ეშმაკიც დავიმეგობრე,რადგან უღმერთოდ მენატრები, რაც კი დრო გადის.
წულუკიძე სულხან

წულუკიძე სულხან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი