პოეზია · ლირიკა
* * * მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის
მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის,მარადიული წვის და დუღილის...ზამთარი _თავის თოვლით და ყინვით,ზაფხული_თავის ჭექა ქუხილით.
მსურს დაგიტოვო სხვათა ტკივილისდა სიხარულის განცდის უნარიც...სოფელი_სავსე მამლის ყივილით,ქალაქი_კედლებს შორის მბრუნავი.
კიდევ გიტოვებ ორ ლამაზ ყმაწვილს:დღესა და ღამეს_ძილსა და ღვიძილს_განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით,როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.
იმ საწყალ გოგოს ცრემლსაც გიტოვებ,ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის.დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე:ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.
ნახავ გალეულ კალამს და ვარსკვლავს,თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს...და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს,ჯერ ნურც შენ მომკლავ... მამყოფე კიდევ.
1974