↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40780 ნახვა

—
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,არ წარიკვეთო არასდროს სასო,ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,კვლავ ისეთია, როგორიც იყო,კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითისდა თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველიდა ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთიკვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
1978
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი