↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 17 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
როს წაიკითხავს ლექსებს, შენი დიდებით სავსეს,შთამომავალი მატყუარა პოეტს მიწოდებს,თუმც ეს სტრიქონი წარწერას ჰგავს საფლავის ქვაზედა ღირსეულად ვერ გიმღერის, ღმერთმა იცოდეს.მართლაც რომ ლექსი, შენი ღირსი, დამაწერია,შენს სადიდებლად რომ მივუშვა რითმის სადავე,შთამომავლობის მზერა, ვიცი, ალმაცერია,იტყვიან: „ტყუის, ასე მხოლოდ ღმერთებს ხატავენ“.როცა ამ ფურცლებს ჟამი აქცევს პაპირუსებად,ვიცი, ჩემს ლექსებს ბერიკაცის ჩმახვად ჩათვლიან,მე მომაწერენ მაგ თვალების გაფირუზებას,ზღაპრად ჩათვლიან, რაიც მართლა ზეცის მადლია.მაგრამ თუ შენი ნაშიერი იცხოვრებს მაშინ,მასშიც იცოცხლებ და ამ ჩემი რითმების ხმაშიც.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი