პოეზია · ლირიკა
ქეთუს
ვიღაცა იტყვის, რომ თოვაა ალოგიკური,შენ, რა თქმა უნდა,ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,შენ დედამიწაამრეზილი თვალით გიყურებს,როგორც შეშლილი პოეტის ცოლს,ბოლო მოჰიკანს.შენ, რა თქმა უნდა,არ იქნები კანონმორჩილი,შენს ხასიათში შტრიხებიაფერის ხულიგნურ,შენს სიყვარულში მე მოვკალიყველა მოცილედა მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.სადღაც, თერთმეტი ცის მიღმააშენი სამყარო,უფრო მარტივად _ დედამიწა არის ფოიე,შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ _დროა საპყარიდა თითებია გადარჩენის ალეგორია.