პოეზია · ლირიკა
პაწაწინა რტო ვარ
მეფერება მზე ალერსის მთოვარს,ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...მე მიგალობს, როდი მიმატოვა,თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:პატარა ვარ, მოფერება მინდა!მითხარიო: როგორ, როგორ ვანდოსაიდუმლო აშარსა და მსტოვარს?მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!