↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ვედრება

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2012-09-121 წთ საკითხავი21094 ნახვა

—
ღმერთო მიიღე ვედრება,ეს ჩემი სათხოვარია:არ დამეკარგოს გულიდამმე შენი სახსოვარია!გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,მამყოფე შეუდრკელადა;ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყოდაჩაგურლების მცველადა,ბალახი ვიყო სათიბი,არა მწადიან ცელობა;ცხვრადვე მამყოფე ისევა,ოღონდ ამშორდეს მგელობა;არ წამიხდინო, მეუფევ,ეს ჩემი წმინდა ხელობა!მაშრომე საკეთილოდა,თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,შვილთ საგმოდ არ გამიხადოჩემი მუდმივი სამყოფი.გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,მნათობს ტრფობისა შეშითა,ნუ მავლევ ქვეყანაზედაგაცივებულის ლეშითა,თვალებში მადლდაკარგულსა,შუბლზე გაკრულის მეშითა.ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოსმადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,ნუ დაუძვირებ ოცნებას,შენს ხმას, სხივგამომღებელსა, -სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,ეძახის თავის მხლებელსა.გულს დარდი გამიდიადეიმ სანეტარო საგანზე,დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავეჩემის გონების საბანზე!..გონებას ფიქრი სტანჯავდეს,გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...ნუ დამასვენებ ნურასდროს,მამყოფე შეძრწუნებული,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებული.როცა გულს ცეცხლი მედება,გონება მსჯელობს საღადა,მაშინ ვარ თავისუფალი,თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.მფარავდეს შენი მარჯვენა,კალთა სამოსლის შენისა,სანამ არ მოვა დრო-ჟამისულ ბოლოს ამოქშენისა.სული - შენ, ლეში - მიწასა,აღარა ვგლოვობ ამასა;თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,შვილი - დედას და მამასა.
[1893 წ.]
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი