↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო

ტერენტი გრანელი 1898–1934

2016-09-121 წთ საკითხავი9679 ნახვა

—
ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს.ახლა სადღაც დუმილია უფრო,ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.ეს ოცნება სხვა პლანეტას მისდევს,სიკვდილია ხომ სიცოცხლის ბოლო.პოეზია უსაზღვროა ისევდა გულია პოეზია მხოლოდ.და მძიმეა მდუმარება ღამის,ეს ოცნება ასეთია დღემდე.და მოვიდა სიხარულის წამიდიდი ტანჯვის და წვალების შემდეგ.სულს ანათებს დღე ასეთი თბილიდა რაც იყო, ყველაფერი გაქრა.ახლა მინდა, რომ მოვშორდე თბილისს,სად წავიდე და, ძვირფასო, რა ვქნა?ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს.ახლა სადღაც დუმილია უფრო,ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი