პოეზია · ლირიკა
ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!